საკონტაქტო ნომერი:591 00 55 22

საკონტაქტო ელ-ფოსტა:

საიტის მოხმარების ინსტრუქცია

მთავარ გვერდზე მოცემულია:

  1. გვერდების ჩამონათვალი
  2. კომპანიების ძიების ფორმა
  3. პირადი პროფაილი
  4. კატეგორიების ჩამონათვალი
  5. საიტზე დარეგისტრირების ინსტრუქცია
  6. საკონტაქტო ინფორმაცია
  1. კომპანიის დამატება – რეგისტრაცია  პირველი ეტაპი – მთავარ გვერდზე განთავსებულია ცისფერი ღილაკი წარწერით “კომპანიის დამატება“. მასზე დაჭერის შემთხვევაში შეძლებთ გადახვიდეთ კომპანიის დამატების გვერდზე, სადაც ირჩევთ სამომხმარებლო პაკეტს „არჩევა“ ღილაკის გაქტიურებით. შემდგომ გადახვალთ რეგისტრაციის ეტაპზე საიდანაც შეძლებთ კომპანიისა და მონაცემების დამატებას. მომხმარებლის დასახელება აუცილებელია შეყვანილ იქნას ლათინური ასოებით. ერთი ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთი კომპანიის დარეგისტრირებისას. რეგისტრაციის გავლის შემდგომ შეძლებთ  შეავსოთ მწარმოებელი იურიდიული თუ ფიზიკური პირის მონაცემები. მიუთითეთ მოკლედ ძირითადი ინფორმაცია (ისტორია, საქმიანობის სფერო, წარმოებული პროდუქცია, წარმატებები და ა.შ.) და ატვირთეთ 4-5 ცალი ფოტოსურათი (წარმოებული პროდუქციის, საწარმოს ინტერიერი/ექსტერიერი, მენეჯმენტის ფოტო).  ბოლო ეტაპზე შეგიძლიათ იხილოთ შპს “საქართველოში” ანგარიშის რეკვიზიტები. ასევე რეკვიზიტები შესაძლებელია იხილოთ ხელშეკრულებაში.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება თქვენ მიერ არჩეული მომხმარებლის სახელი. მასზე დაჭერის შემთხვევაში გამოჩნდება მენიუ, რომელშიც არის ჩამონათვალი:

  1. ანგარიში
  2. გასვლა

 

ვებგვერდზე ყოველი შემდგომი შესვლისას დაგჭირდებათ გაიაროთ “ავტორიზაცია”. ღილაკზე დაჭერის შემდგომ გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც შეყვანილ უნდა იქნას მომხმარებლის სახელი და პაროლი. ანგარიშზე დაჭერის შემთხვევაში გადახვალთ პროფაილის გვერდზე, საიდანაც შეძლებთ დააკორექტიროთ ან განაახლოთ თქვენ მიერ დამატებული ინფორმაცია. პროფაილის გვერდზე ასევე იხილავთ ხელშეკრულებას მომსახურების შესახებ. ანგარიშის რეკვიზიტები დაფიქსირებულია ხელშეკრულებაში. პაკეტის მომსახურების თანხის გადარიცხვა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

2017 წლის 1 ნოემბრამდე ვებგვერდის მომსახურეობა არის უფასო

კომპანიის ძიება ხდება შემდეგნაირად: ვაწვებით საიტის ზედა ნაწილში არსებულ ღილაკს ძიება”. ძიების ფორმაში შესაძლებელია არჩეულ იქნას კატეგორია, მდებარეობა ან კომპანიის დასახელება.