საკონტაქტო ნომერი:591 00 55 22

საკონტაქტო ელ-ფოსტა:

ხელშეკრულება

იანვარი 10, 2017

ხელშეკრულება მომსახურების შესახებ

 

 

ერთი მხრივ, დასახელება „      “, საიდენტიფიკაციო კოდი      „“, ელექტრონული ფოსტის მისამართი: , წარმოდ­გენილი მისი დირექტორის,  სახით

( შემდგომში ,,დამკვეთი“) და მეორე მხრივ, შპს „საქართველოში“, ს.კ. 402042204,ელექტრონული მისამართი: info@saqartveloshi.ge, წარმოდ­გენილი მისი დირექტორის გიორგი გარუჩავას სახით (შემდგომში ,,შემსრულებელი“),

შემდგომ დამკვეთი და შემსრულებელი ხელშეკრულებაში ცალ-ცალკე მოხსენიებულია როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად, როგორც „მხარეები

ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

  1. ხელშეკრულების საგანი
    • წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს დამკვეთს მომსახურება, რომელიც აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტში, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს მომსახურების საფასური ხელშეკრულებაში დადგენილი წესითა და პირობების შესაბამისად.

 

  1. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
    • შემსრულებელი ვალდებულია:
      • დამკვეთის მიერ  მიწოდებული ინფორმაცია, სურათები და/ან სარეკლამო მასალა განათავსოს შემსრულებლის ვებგვერზე ან Facebook გვერდზე. ამასთან, ნებისმიერი ინფორმაციის განთავსების პერიოდულობასა და ვადებს განსაზღვრავს შემსრულებელი.
      • დაუყოვნებლივ აცნობოს დამკვეთს, თუ რაიმე მიზეზები და გარემოებები საფრთხეს უქმნის ან შეუქმნის მის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევას.
    • შემსრულებელი უფლებამოსილია:
      • განათავსოს დამკვეთისგან მიღებული ის ინფორმაცია და/ან სარეკლამო მასალა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით არის მომზადებული.
      • არ განათავსოს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და/ან სარეკლამო მასალა.
      • არ განათავსოს დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და/ან სარეკლამო მასალა თუ მასში წარმოდგენილია ამ ხელშეკრულებაში არა მონაწილე მხარის ტექსტობრივი ან გრაფიკული გამოსახულება.
    • დამკვეთი ვალდებულია:
      • გადაიხადოს მომსახურების საფასური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;
      • პირველი გადახდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან/დადასტურებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა.
      • შეინახოს სარეკლამო მასალა, ან მისი ასლი მასში შეტანილი ყველა ცვლილების ჩათვლით რეკლამის უკანასკნელად გავრცელების დღიდან 2(ორი) თვის განმავლობაში. ხოლო თუ სარეკლამო მასალა სადავო გახდა, შესაბამისი ორგანოს მიერ დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.

 

 

 

 

  1. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
    • წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ დამკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს მომსახურების საფასური თვეში 0 ლარის ოდენობით რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
    • დამკვეთი ვადლებულია უზრუნველყოს მომსახურების საფასურის გადახდა არაუგვიანეს საანგარიშო თვის 10 რიცხვისა (გარდა პირველი გადახდისა).
    • ანგარიშსწორებაწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით შემსრულებლის შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

ბანკი: ს.ს. „თი ბი სი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიშის N: GE37TB7591836080100005

მიმღები: შპს საქართველოში

 

  1. მხარეთა პასუხისმგებლობა

 

  • მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომ­დინარე ვალდებულებების დარღვევისათვის.
  • ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევისათვის დამკვეთს შემსრულებლის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო  გადასახდელი თანხის 0.01%–ის (ნული მთელი და ერთი მეასედი პროცენტის) ოდენობით ყოველი ვადაგადა­ცილებული დღისათვის.
  • ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმის მეორე (დამრღვევი) მხარისათვის დაკისრება წარმოადგენს შესაბამისი (არადამრღვევი) მხარის უფლებას და არა ვალდებულებას.

 

  1. სხვა დებულებებები
    • წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმო­წერისთანავე და/ან ელექტრონულად შემსრულებლის საიტზე დამკვეთის მიერ ხელშეკრულების დადასტურების თანავე და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
    • მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით და/ან ელექტრონული ფორმით). დამკვეთი ვალდე­ბულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აც­ნობოს შემსრულებელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსრულებლის მიერ აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება დამკვეთისთვის ჯეროვნად ჩაბარებულად.
    • ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება მეორე მხარისთვის წინასწარ, 10 დღით ადრე წერილობით ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
    • ხელშეკრულების ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების არსე­ბობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარა­კებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

 

  1. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები

 

დამკვეთი: შემსრულებელი: შპს საქართველოში
ს.კ. ს.კ. 402042204
ხელმომწერი პირი: ხელმომწერი პირი: გიორგი გარუჩავა